Eye medicine
Eye medicine

ოკუტიარz® ჰიდრო+

წვეთები თვალების კომპლექსური მოვლისთვის

იპოვეთ ოკუტიარz® ჰიდრო+ აფთიაქში

0,2% გადაჯაჭვული ჰიალურონის მჟავა:
• უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანება
• თვალის ზედაპირის უფრო ინტენსიური რეგენერაცია
• ჰიალურონის მჟავის ოპტიმალური კონცენტრაცია 0,2% - არ იწვევს „წებოვნების“ შეგრძნებას

არ შეიცავს კონსერვანტებს

შესაძლებელია გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას

მოსახერხებელი ფლაკონი მოკლე წვერით

შესაფერისია პაციენტებისთვის, რომლებსაც დღის ბოლოს აღენიშნებათ თვალის სიმშრალე

ოკუტიარz® ჰიდრო+ ვის შეიძლება მოერგოს?

ადამიანებისთვის, რომლებსაც თვალის სიმშრალე ეპიზოდურად აღენიშნებათ - ძირითადად საღამოს, ინტენსიური ვიზუალური დატვირთვის შემდეგ (კომპიუტერული მხედველობის სინდრომი)

კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის მცირე გამოცდილებით

მშრალი ჰაერის მქონე სივრცეებში ხანგრძლივი ყოფნისას (კონდიციონერებისა და გათბობის მოწყობილობების ზემოქმედება)

კერატორეფრაქციულ და კატარაქტულ ოპერაციებამდე და მათ შემდეგ პაციენტებისთვის

ოკუტიარz® ჰიდრო+

(მოკლე ინფორმაცია)

შემადგენლობა:

გადაჯაჭვული ნატრიუმის ჰიალურონატი, დინატრიუმის ტეტრაბორატი დეკაჰიდრატი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

კონსერვანტების გარეშე.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

მახასიათებლები

ოკუტიარz® ჰიდრო+ არის სტერილური, დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს. მისი შემადგენლობა მოიცავს გადაჯაჭვულ ნატრიუმის ჰიალურონატს (0,2%), რომლის მოქმედება მიმართულია „მშრალი თვალის“ სიმპტომების, თვალის დისკომფორტის შემცირებასა და რქოვანას დაცვაზე.

გადაჯაჭვული ნატრიუმის ჰიალურონატი ხსნარს ანიჭებს მაღალ ვისკოელასტიკურ თვისებებს, რაც უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის ინტენსიურ დატენიანებას და „მშრალი თვალის“ სიმპტომების ხანგრძლივ შემსუბუქებას, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, „ქვიშის“ შეგრძნება თვალებში, თვალის დაღლილობა, სიმძიმე ან ცრემლდენა.

გამოყენების რეკომენდაციები

ოკუტიარz® ჰიდრო+ განკუთვნილია „მშრალი თვალის“ სიმპტომებისა და თვალის დისკომფორტის შესამსუბუქებლად, აგრეთვე რქოვანას დასაცავად ცრემლის შემცვლელის სახით, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას.

შესაძლებელია გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს თვალის დამატენიანებლად.

ოკუტიარz® ჰიდრო+ სასარგებლოა შემდეგ შემთხვევებში და მათ შემდეგ:

  • მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება
  • კონდიცირებული ჰაერის ზემოქმედება
  • ციფრული ეკრანის ხანგრძლივი გამოყენება
  • კონტაქტი საწმენდ საშუალებებთან

ოკუტიარz® ჰიდრო+ ასევე შეიძლება დაეხმაროს თვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დისკომფორტის შემცირებას.

ოკუტიარჰიდრო+-ის გამოყენება

გამოიყენება თვალში ჩასაწვეთებლად. არ გადაყლაპოთ.

რეკომენდებული დოზირება: თითოეულ თვალში 1–2 წვეთი დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.

ფლაკონის გახსნამდე დაიბანეთ ხელები და დაიცავით ჰიგიენის წესები გამოყენების დროს.

მოერიდეთ ფლაკონის წვერის კონტაქტს თვალის ზედაპირთან.

  1. ფლაკონის პირველად გამოყენებისას მოქაჩეთ და მთლიანად მოხსენით პირველი გახსნის საკონტროლო ლენტი.
  2. ფრთხილად მოუჭირეთ ფლაკონს და ჩაიწვეთეთ 1 წვეთი თვალში.
  3. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ ალერგიული რეაქციის ან მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში ოკუტიარz® ჰიდრო+-ის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები

სხვა თვალის წვეთების მსგავსად, შესაძლებელია მსუბუქი, დროებითი დისკომფორტის გამოვლენა, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის ჩაწვეთებასთან.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ. დაიცავით სითბოს, პირდაპირი მზის სხივებისა და ტენიანობისგან.

არ გამოიყენოთ დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.

გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

საინტერესო ფაქტები „მშრალი თვალის“ დაავადების შესახებ