ოკუტიარz® ალო+
დამატებითი დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
0,2% გადაჯაჭვული ჰიალურონის მჟავა:
• უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანება
• თვალის ზედაპირის უფრო ინტენსიური რეგენერაცია
• ჰიალურონის მჟავის ოპტიმალური კონცენტრაცია 0,2% - არ იწვევს „წებოვნების“ შეგრძნებას
შეიცავს 0,1% ალოე ვერას გელს:
• დამატებითი დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
• უზრუნველყოფს ხანგრძლივ შვებასა და სისუფთავის შეგრძნებას
არ შეიცავს კონსერვანტებს
შესაძლებელია გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას
მოსახერხებელი ფლაკონი მოკლე წვერით
ოკუტიარz® ალო+ ვის შეიძლება მოერგოს?
მგრძნობიარე თვალების მქონე პირებისთვის, რომლებსაც აწუხებთ სიწითლე და გაღიზიანება გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად
(მზეზე, სიცივესა და ქარში ყოფნა, ხშირი მგზავრობები და ფრენები, ქლორიან წყალში ცურვა)
მათთვის, ვინც ეძებს სისუფთავის შეგრძნებასა და ხანგრძლივ კომფორტს
რქოვანას ეროზიების, ტრავმების, ქიმიური დამწვრობებისა და ფოტოკერატიტის შემთხვევაში
თვალზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევების შემდეგ
ოკუტიარz® ალო+
(მოკლე ინფორმაცია)
შემადგენლობა:
გადაჯაჭვული ნატრიუმის ჰიალურონატი, ალოე ვერას გელის ფხვნილი, დინატრიუმის ტეტრაბორატი დეკაჰიდრატი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, ინექციებისთვის განკუთვნილი წყალი.
კონსერვანტებს არ შეიცავს.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
მახასიათებლები
ოკუტიარz® ალო+ წარმოადგენს დამატენიანებელ, სტერილურ ოფთალმოლოგიურ ხსნარს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს. წვეთების შემადგენლობაში შედის გადაჯაჭვული ნატრიუმის ჰიალურონატი (0,2%) და ალოე ვერა (0,1%), რომელთა მოქმედება მიმართულია „მშრალი თვალის“ სიმპტომების შემცირებაზე, თვალის დისკომფორტის მოხსნაზე და რქოვანას დაცვაზე.
გადაჯაჭვული ნატრიუმის ჰიალურონატი ხსნარს ანიჭებს მაღალ ვისკოელასტიურობას, რაც უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის ინტენსიურ დატენიანებას და „მშრალი თვალის“ სიმპტომების ხანგრძლივ შემსუბუქებას.
ალოე ვერა, თავისი დამატენიანებელი, ანტისტაგნაციური და საპოხი თვისებების წყალობით, ზრდის ხსნარის დამატენიანებელ უნარს, აუმჯობესებს თვალის კომფორტს და ახანგრძლივებს სისუფთავის შეგრძნებას. ასევე დადასტურებულია ალოე ვერას ეფექტიანობა თვალის სიწითლისა და მგრძნობელობის შემთხვევაში მისი გამოხატული და ხანგრძლივი მოქმედების გამო.
გამოყენების რეკომენდაციები
ოკუტიარz® ალო+ განკუთვნილია „მშრალი თვალის“ სიმპტომების, გაღიზიანებისა და სიწითლის შესამსუბუქებლად, რომლებიც გამოწვეულია გარემო ფაქტორების ან სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებით.
შესაძლებელია გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას თვალების დამატენიანებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად.
ოკუტიარz® ალო+ სასარგებლოა დროსა და შემდეგ:
• მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების;
• კონდიცირებული ჰაერის ზემოქმედების;
• ციფრული ეკრანის ხანგრძლივი ყურების.
ოკუტიარz® ალო+ ასევე შეიძლება დაეხმაროს თვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ დისკომფორტის შემცირებას.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება თვალში ჩაწვეთებისათვის. არ გადაყლაპოთ.
რეკომენდებული დოზირება: თითოეულ თვალში 1–2 წვეთი, დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.
ფლაკონის გახსნამდე დაიბანეთ ხელები და გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის წესები.
მოერიდეთ ფლაკონის წვერის შეხებას თვალის ზედაპირთან.
- ფლაკონის პირველად გამოყენებისას მოქაჩეთ და სრულად მოხსენით პირველი გახსნის საკონტროლო ლენტი.
- ფრთხილად მოიჭირეთ ფლაკონი და ჩაწვეთეთ 1 წვეთი თვალში.
- გამოყენების შემდეგ ფლაკონი მჭიდროდ დახურეთ.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ალერგიული რეაქციის განვითარების ან ოკუტიარz® ალო+-ის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
რქოვანას მძიმე დაავადებების არსებობისას გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გვერდითი ეფექტები
სხვა თვალის წვეთების მსგავსად, შესაძლებელია მსუბუქი, დროებითი დისკომფორტის გამოვლენა, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის ჩაწვეთებასთან.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
დაიცავით სითბოს, პირდაპირი მზის სხივებისა და ტენიანობის ზემოქმედებისგან.
არ გამოიყენოთ დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 90 დღის განმავლობაში.არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.