შვიდ ქვეყანაში ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ Save Sight Dry Eye Registry (SSDER) აჩვენა: რაც უფრო მკვეთრად არის გამოხატული DED-ის სიმპტომები, მით უფრო მაღალია შფოთვითი და დეპრესიული აშლილობების რისკი, პაციენტის ასაკისა და მხედველობის სიმკვეთრისგან დამოუკიდებლად.
📊 განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ დაავადება პაციენტებს DED-ის შერეული ფორმებითა და რქოვანას ნეიროპათიული ტკივილით. მათ უფრო ხშირად აღენიშნებათ ყოველდღიური ცხოვრების შეზღუდვები და საერთო კეთილდღეობის დაქვეითება.
👁 ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ: მშრალი თვალის დაავადება უნდა განიხილებოდეს როგორც სისტემური დაავადება მენტალური კომპონენტით.
მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად მნიშვნელოვანია მკურნალობაში ჩაერთოს ცხოვრების ხარისხის შეფასება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
📚 წყარო: https://theophthalmologist.com/issues/2025/articles/mar/the-mental-health-costs-of-ded/