Eye medicine
Eye medicine

გამოყენების პირობები

ამ ვებ-საიტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე გამოყენების პირობები

შესავალი

ამ ვებ-საიტის (www.oktears.ge) მფლობელი და ადმინისტრატორი არის კომპანია Santen Oy („სანტენ ოი“) (შემდგომში – Santen), რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს კომპანია შპსლიუნიმაქსის მეშვეობით

(საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, დავით კლდიაშვილის ქ. №15, ბინა №56).

ჩვენს ვებ-საიტზე ვიზიტორებს (შემდგომში – თქვენ ან მომხმარებლები) შეუძლიათ მიიღონ ზოგადი ინფორმაცია კომპანია Santen-ის საქმიანობის შესახებ (დეტალები ქვემოთ), გაეცნონ გამოყენების პირობებს (იხ. მომდევნო პუნქტები), აგრეთვე მიიღონ სხვა ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით.

ვებ-сაიტის გამოყენების წესი რეგულირდება წინამდებარე გამოყენების პირობებით (შემდგომში – პირობები) და კომპანია Santen-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკით. ვებ-საიტის მონახულებით ან მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით, რომ ვებ-საიტის გამოყენება რეგულირდება წინამდებარე პირობებით, აგრეთვე ადასტურებთ, რომ უკვე შეუსრულდათ 18 წელი.

კომპანია Santen იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის მათი ვებ-сაიტზე გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ საიტის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს თქვენს სრულ და საბოლოო თანხმობას განახლებულ პირობებზე.

ლიცენზია და გამოყენების სფერო

ამ ვებ-საიტის დიზაინი, ინტერფეისი და მთელი შინაარსი – მათ შორის ტექსტები, გამოსახულებები, გრაფიკა და ვიდეომასალები – დაცულია საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონმდებლობითა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტებით. აღნიშნული კონტენტის მფლობელია კომპანია Santen ან ის ფლობს მისი გამოყენების ლიცენზიას. ყველა უფლება დაცულია.

ვებ-сაიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია არ უნდა იქნეს განმარტებული როგორც ლიცენზიის ან სხვა უფლების მინიჭება ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლების ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მიმართ, რომელიც ეკუთვნის კომპანია Santen-ს ან მესამე პირებს. კომპანია Santen უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეწყვიტოს, შეცვალოს ან შეზღუდოს თქვენი წვდომა ვებ-сაიტზე.

ვებ-сაიტის შინაარსის კოპირება, ჩამოტვირთვა, შეცვლა, გავრცელება ან მესამე პირებისთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა პირადი, არაკომერციული გამოყენებისა, თუ ამისთვის არ არსებობს კომპანია Santen-ის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ვებ-сაიტზე წარმოდგენილი ყველა სასაქონლო ნიშანი დაცულია მოქმედი კანონმდებლობით. პროდუქციის სახელები, ლოგოტიპები, დიზაინი, სლოგანები და კორპორატიული სტილი, რომლებიც გამოიყენება ვებ-сაიტზე, წარმოადგენს კომპანია Santen-ის რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს ან სავაჭრო დასახელებებს და დაცულია კანონით. ამ უფლებების დარღვევა კატეგორიულად აკრძალულია.

სხვა კომპანიების პროდუქტებისა და სერვისების დასახელებები, რომლებიც შეიძლება იყოს მითითებული ვებ-сაიტზე, შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირების სასაქონლო ნიშნებს ან მომსახურების ნიშნებს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა და უარყოფა

ვებ-საიტი და მასზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია პრინციპით როგორც არის, ყოველგვარი პირდაპირი ან ნაგულისხმევი გარანტიების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ვებ-сაიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის, აქტუალობის ან სრულყოფილობის შესახებ. თქვენ არ უნდა დაეყრდნოთ ამ ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიღებისას ან რაიმე ქმედების განხორციელებისას.

კომპანია Santen არ იღებს პასუხისმგებლობას ვებ-сაიტის უწყვეტ ფუნქციონირებაზე, აგრეთვე ვირუსების, „ჭიების“, „ტროას“ ტიპის პროგრამების ან სხვა მავნე კოდის არარსებობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Santen ცდილობს უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და განახლება, იგი მკაფიოდ უარყოფს ნებისმიერ გარანტიას ინფორმაციის სიზუსტის, სრულყოფილებისა და აქტუალობის შესახებ. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს ვებ-сაიტის ფუნქციონირება და არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ ზიანზე.

თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი ინფორმაციის გადამოწმებაზე და ვებ-сაიტის გამოყენებაზე, აგრეთვე თქვენი მოწყობილობების დაცვაზე მავნე პროგრამებისგან. კომპანია Santen არ აგებს პასუხს ასეთი კოდებით გამოწვეულ ზიანზე.

უარი სამედიცინო ან პროფესიულ რეკომენდაციებზე პასუხისმგებლობაზე

ვებ-сაიტზე განთავსებულია ზოგადი ინფორმაცია კომპანია Santen-ის სამედიცინო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდას. აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს და ვერ ჩაითვლება სამედიცინო დასკვნად ან სამედიცინო რეკომენდაციად და არ ცვლის ექიმის პროფესიულ კონსულტაციას.

თუ გაქვთ დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია

კომპანია Santen არ არის ვალდებული უპასუხოს ელექტრონული ფოსტით ან ვებ-საიტზე არსებული ფორმებით გაგზავნილ ყველა შეტყობინებას. თუ კანონით ან კონფიდენციალურობის პოლიტიკით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვებ-сაიტზე გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია არ ითვლება კონფიდენციალურად.

კონფიდენციალურობა

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკის შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე პირობების განუყოფელ ნაწილს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: privacy-emea@santen.com.

მესამე მხარის ვებაიტები და ბმულები

ვებ-сაიტზე შესაძლოა განთავსებული იყოს ბმულები მესამე მხარის ვებ-сაიტებზე. ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია Santen რეკომენდაციას უწევს მათ კონტენტს, პროდუქტებს ან სერვისებს. კომპანია Santen არ აგებს პასუხს ასეთი საიტების შინაარსზე ან მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე.

ვებ-сაიტზე ბმულების განთავსება სხვა რესურსებზე ან საიტის გამოყენება სხვა მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ კომპანია Santen-ის წინასწარი წერილობითი ნებართვით.

მოქმედი სამართალი, იურისდიქცია და დებულებების ავტონომიურობა

წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება ფინეთის კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა სამართლებრივი დავა ექვემდებარება ჰელსინკის (ფინეთი) სასამართლოების იურისდიქციას.

თუ რომელიმე დებულება ძალადაკარგულად ჩაითვლება, დანარჩენი დებულებები ძალაში რჩება.

პასუხისმგებლობა და დარღვევები

თქვენ სრულად იღებთ პასუხისმგებლობას ვებ-сაიტის გამოყენებაზე და უარს აცხადებთ ნებისმიერი პრეტენზიის წარდგენაზე კომპანია Santen-ის მიმართ.

თქვენ ვალდებულებას იღებთ არ გამოიყენოთ ვებაიტი უკანონო, შეურაცხმყოფელი, მავნე, დისკრიმინაციული ან სხვა დაუშვებელი შინაარსის გავრცელებისთვის, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებისთვის ან კანონმდებლობის დარღვევისთვის.

კომპანია Santen იტოვებს უფლებას შეზღუდოს თქვენი წვდომა ვებ-сაიტზე და წაშალოს ნებისმიერი მასალა, რომელიც არღვევს წინამდებარე პირობებს ან ეთიკურ სტანდარტებს.

არასათანადო კონტენტის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

Ia.Kochoradze@santen.com

საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე პირობებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

Ia.Kochoradze@santen.com
ბოლო განახლების თარიღი: 01 აგვისტო 2025 წელი